
აუდიტის შედეგად გამოთქმული „არამოდიფიცირებული მოსაზრება“ (Unmodified ან Unqualified Opinion) ანგარიშგების წამკითხველისთვის წარმოადგენს იმის რწმუნებას, რომ სუბიექტის მიერ წარმოდგენილი ფინანსური უწყისები და ახსნა-განმარტებები ზუსტად ასახავენ კომპანიის სამეურნეო რეალობას, ანუ ადგილი არ ჰქონია არც გაყალბებას და არც არსებითი ხასიათის შეცდომას.
- საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს აღემატებოდა;
- საანგარიშგებო პერიოდის (წლის) განმავლობაში საწარმოს შემოსავალი 20 მილიონ ლარს აღემატებოდა;
- აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საწარმოში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა იყო 50-ზე მეტი.
მავენი ამოწმებს I და II კატეგორიის კომპანიების მიერ მომზადებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს; საჭიროების შემთხვევაში, საწარმოს სთავაზობს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას და, შედეგად, გამოთქვამს აუდიტორულ მოსაზრებას, თუ რამდენად ასახავს წარმოდგენილი ანგარიშგება კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას და სამეურნეო საქმიანობის შედეგებს.